გონიოში, საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

21:31, 31.03.2021

გონიოში, საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 45 წლამდე ქალი დაიღუპა.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განაცხადეს, ასევე დამწვრობა მიიღო ერთმა პირმა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

„საცხოვრებელი დაიწვა. ადგილზე მისულ ექიმთა ბრიგადას ერთი ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა, მეორე კი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს“, – განაცხადეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

მსგავსი