გონიოს ნაგავსაყრელზე ძაღლების დამარხვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გონიოს ნაგავსაყრელზე ძაღლების დამარხვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გონიოს ნაგავსაყრელზე  ძაღლების დამარხვის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია

ნაგავსაყრელზე პოლიეთილენის პარკებში გახვეული მკვდარი ძაღლების ამსახველი ვიდეო, გუშინ ერთ-ერთმა ქალბატონმა გაავრცელა, იგი ირწმუნებოდა, რომ უპატრონო ცხოველებს ხოცავენ და ნაგავსაყრელზე ყრიან.

„შეწყდეს ცხოველების წამება”-ამ მოწოდებით გუშინვე ცხოველების უფლებების დამცველებმა საპროტესტო აქციაც გამართეს.

ცხოველების დახოცვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს კომპანია „სევერის” ხელმძღვანელი ჯემალ გოგიტიძე. უპატრონო ცხოველებზე აღნიშნული კომპანია ზრუნავს, მან ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ოთხჯერ მოიგო. გოგიტიძე ირწმუნება, რომ ნაგავსაყრელზე სპეციალურ ბუნკერებში მხოლოდ დაღუპული ცხოველები მიჰყავთ, დახოცვის ფაქტს კი, ადგილი არ ჰქონია.

სამართალდამცველებმა ტერიტორია უკვე შეისწავლეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.