გოჩა თევდორაძე - ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს, როცა დეპუტატების უმრავლესობა მოიხსნება, პარლამენტი იქნება არალეგიტიმური და ავტომატურ რეჟიმში დღის წესრიგში იქნება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი
გოჩა თევდორაძე - ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს, როცა დეპუტატების უმრავლესობა მოიხსნება, პარლამენტი იქნება არალეგიტიმური და ავტომატურ რეჟიმში დღის წესრიგში იქნება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი

„პატრიოტთა ალიანსთან“ ინდივიდუალური კონსულტაციები „ქართულ ოცნებას“, კობახიხეს ან მის მესვეურებს არ ჰქონიათ. ჩვენ შეხვედრა გვქონდა მხოლოდ ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკების მაგიდასთან და ვიცით მათი პოზიციები, რაც გაჟღერებულია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გოჩა თევდორაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, როგორ გადაარჩინოს თავის თავი და არ ფიქრობს, რომ ქვეყანა არის უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისში.

„სხვა შეხვედრებზე „პატრიოტთა ალიანსთან“ საუბარი არ არის და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეს არის ხელისუფლებისგან ისეთი განცდის შექმნა, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არანაკლებ ხუთს უკვე სურვილი აქვს გაყალბებული არჩევნების მოწვეულ პარლამენტში მუშაობის, მაგრამ ეს ასე არ არის. ხელისუფლება ყველაფერს ფიქრობს, ფიქრობს იმაზე, როგორ გადაარჩინოს თავის თავი, არ ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ ქვეყანა არის უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისში. ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს იმას, რომ პარლამენტი, რომელიც შედგა ახლა, 2-3 კვირიან მონაკვეთში, როცა დეპუტატების უმრავლესობა მოიხსნება, იქნება არალეგიტიმური, უფუნქციო და ავტომატურ რეჟიმში დღის წესრიგში იქნება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი. ჩვენ შევხვდებით ყველას, ვინც ისურვებს ჩვენთან შეხვედრას. ვისაუბრებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავალთ პრინციპებს, რასაც ჰქვია, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამ გაყალბებაზე პასუხი უნდა აგოს გამყალბებელმა ხელისუფლებამ და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა თევდორაძემ.