გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, თბილისში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს
გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, რომელსაც საქართველოც შეუერთდა, თბილისში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს.
სასტუმრო „ჰოლიდეი-ინნში” 25-მდე ქართული და უცხოური კომპანიის წარმომადგენლები პოტენციურ თანამშრომლებს ხვდებიან და მათ სამუშაო ბიოგრაფიას ეცნობიან.
ფორუმი უმეტესად აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების ქართველი მონაწილეებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მასში ჩართვა სხვა დაინტერესებულ პირებსაც შეუძლიათ.
ფორუმის მეორე ნაწილს პრაქტიკული დატვირთვა აქვს, ის დასაქმების მაძიებლებისთვის განკუთვნილ სესიებს გულისხმობს, სადაც ტრენერები მათ CV-ისა თუ სამოტივაციო წერილის წერისთვის, ასევე წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო რჩევებს მისცემენ.