გლდანისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 19 მაისს გლდანისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონი – ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გობრონიძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ქოშიგორას, სოფელი ზურგოვანას, მუხათგვერდის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.
01:30 საათიდან 03:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, ცინცაძის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ თელასში.