გლდანისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

00:30, 19.05.2020

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 19 მაისს გლდანისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გობრონიძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ქოშიგორას, სოფელი ზურგოვანას, მუხათგვერდის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.

01:30 საათიდან 03:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, ცინცაძის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ თელასში.

მსგავსი