„გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართება
„გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართება

„გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულ საკითხზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და ფრაქციის წევრები აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, სახალხო დამცველის ოფისისა და სისხლის სამართლის სფეროში სამეცნიერო წრის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავენ.

პარლამენტში „გირგვლიანის შესწორებების“ თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ინიცირებულია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემაზე, ასევე უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობასა და დანაშაულის დაფარვაზე.