გიორგი ვაშაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს მიღებული და გიორგი რურუა გათავისუფლდეს, ღმერთი ნუ გაუწყრება „ქართულ ოცნებას“, რომ ეს არ გააკეთოს, არც ვიცი, რა ემუქრება მათ
გიორგი ვაშაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს მიღებული და გიორგი რურუა გათავისუფლდეს, ღმერთი ნუ გაუწყრება „ქართულ ოცნებას“, რომ ეს არ გააკეთოს, არც ვიცი, რა ემუქრება მათ

დონალდ ტუსკი არ არის უბრალოდ „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმღვანელი, ის არის გამოკვეთილი ევროპელი ლიდერი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ძალა და გავლენა ევროპაში,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვაშაძე გამოეხმაურა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკის განცხდებებს, სადაც ტუსკი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება, ასევე, ითხოვს გიორგი რურუას გათავისუფლებას.

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ „ტუსკის გზავნილები არის სწორება ევროპელი პოლიტიკოსებისთვის“.

„აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი შესაბამის რეაგირებას მოახდენს სხვა ევროპულ ინსტიტუციებში, სადაც „ევროპის სახალხო პარტია“ სხვა პარტიებთან ერთად უმრავლესობას შეადგენს და უმრავლესობაში კოალიციის წამყვანი ძალა არის.

აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი საკითხია. რურუა უნდა გათავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულ იქნას – ეს არის 8 მარტის შეთანხმების საგანი. ღმერთი ნუ გაუწყრება „ქართულ ოცნებას“, რომ ეს არ გააკეთოს. მე არც ვიცი, რა ემუქრება მათ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.