დონალდ ტუსკი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება
დონალდ ტუსკი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება

„ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

„ევროპის სახალხო პარტია ელოდება, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია თავისუფალი იქნება ხმების მოსყიდვებისგან, ამომრჩეველთა დაშინებისგან, ძალადობისთვის დაუსჯელობისგან და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისგან, როგორც ამის შესახებ წინა არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებმა ანგარიშში წარმოადგინეს“, – წერს ტუსკი „ტვიტერში“.