„ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი – შეშფოთებული ვრჩებით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია

10:52, 18.06.2020

მოვუწოდებთ შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ, – ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპის სახალხო პარტია მიესალმება 8 მარტის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს დაძაბულობის შესამცირებლად. შეშფოთებული ვრჩებით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია. მოვუწოდებთ შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ“, – წერს დონალდ ტუსკი „ტვიტერზე“.

მსგავსი