„ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი - შეშფოთებული ვრჩებით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია
მოვუწოდებთ შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ, – ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპის სახალხო პარტია მიესალმება 8 მარტის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს დაძაბულობის შესამცირებლად. შეშფოთებული ვრჩებით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია. მოვუწოდებთ შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ“, – წერს დონალდ ტუსკი „ტვიტერზე“.