გიორგი ტყემალაძე - ყოველთვის მოვიხსენიებთ 13 ივნისს დაღუპულთა სულებს, ყველაფერს გავაკეთებთ მათ უკვდავსაყოფად
გიორგი ტყემალაძე - ყოველთვის მოვიხსენიებთ 13 ივნისს დაღუპულთა სულებს, ყველაფერს გავაკეთებთ მათ უკვდავსაყოფად

ყველაფერს გავაკეთებთ 13 ივნისს დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ 2015 წლის 13 ივნისის მემორიალთან განაცხადა, სადაც დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

„ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ მძიმე იყო ტრაგედია, რომელსაც, სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ასევე, შეეწირა მეხანძრე-მაშველის სიცოცხლე. მინდა, პატივი მივაგო თითოეულ მათგანს. ჩვენ ყოველთვის მოვიხსენიებთ მათ სულებს და ყველაფერს გავაკეთებთ მათი სულების უკვდავსაყოფად. ტრაგედია იყო ძალიან მძიმე და მას შემდეგ, თქვენ იცით, რომ ქალაქში გაკეთდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და რამდენიმე პროექტი, რათა მომავალში საფრთხეები თავიდან იქნას არიდებული“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი შესრულდა.