გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა დასრულდა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა დასრულდა. ბრეგვაძე მხარეების კითხვებს თითქმის ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდა.
იაკობ ბრეგვაძე მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა. როგორც ბრეგვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.
„ბევრი შეკითხვა იყო დასმული, ყველას გავეცი პასუხი. ბევრი კითხვა განმეორებული და ერთნაირი იყო, რაზეც ვუპასუხე, კონკრეტულად კითხვა-პასუხს ვერ გეტყვით“, – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.
შეგახსენებთ, ოთხდღიანი ძებნის შედეგად, 22 ივნისს მაშველებმა გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.