დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი დაკითხავს
დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი დაკითხავს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი 10 აგვისტოს ფიცის ქვეშ დაკითხავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ საკუთრ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაურკვეველია, უპასუხებს თუ არა ტრამპი კითხვებს, თუ თავს დაიცავს მეხუთე შესწორების უფლებით დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიცემისას.

ტრამპის ადვოკატმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ტრამპის ჩვენება ემთხვევა ნიუ-იორკის შტატის ხანგრძლივი გამოძიების დასასრულს იმის თაობაზე, მოატყუა თუ არა ტრამპის ორგანიზაციამ კრედიტორები, დაზღვევის წარმომადგენლები და საგადასახადო ორგანოები მათთვის შეცდომაში შემყვანი ფინანსური ანგარიშგების მიწოდებით.