გიორგი შალუტაშვილი - ოპერის თეატრით დაწყებული, რეგიონული თეატრებით გაგრძელებული „ქართუს“ გაკეთებულია, რასაც ეს ფონდი ეხება, ხარისხიანად კეთდება
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი შალუტაშვილი სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც „ქართუს“ ქველმოქმედების თემას ეხება.
გიორგი შალუტაშვილი აცხადებს, რომ ზოგადად არ არის მკვეთრი განცხადების წინააღმდეგი, მაგრამ შეუძლებელია, ნორმალურ ადამიანს არ ესმოდეს, რას საქმიანობს ეს ფონდი.
„ეს ის შემთხვევაა, როგორ უნდა მეცენატობდეს ყველა ბიზნესმენი და კომპანია. ეს სრულად მიღებული პრაქტიკაა დასავლეთში და როგორ შეიძლება სხვანაირად შეფასდეს ეს ქველმოქმედება. ერთმნიშვნელოვნად გეუბნებით, რომ ეს არის მისაბაძი ინიციატივა“, – აცხადებს შალუტაშვილი.
რაც შეეხება ქართული კულტურისთვის შეტანილ ღვაწლს, გიორგი შალუტაშვილის თქმით, რომ არ ყოფილიყო ფონდი „ქართუ“, თეატრალური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად აღარ იქნებოდა.
„უბრალოდ, თეატრები აღარ იარსებებდნენ. ოპერის თეატრით დაწყებული, რეგიონული თეატრებით გაგრძელებული ყველფერი ფონდ „ქართუს“ გაკეთებულია და თან რასაც ფონდი ეხება, ყველაფერი კეთდება ხარისხიანად“, – აცხადებს შალუტაშვილი.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე. იგი დარწმუნებულია, რომ ეს არავითარი მოსყიდვა არ არის ეს.
„ეს არის დახმარება, რომელზეც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე მიდიოდი საუბარი. „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო პროპაგანდაზე კომენტარი ზედმეტია. სამწუხაროდ, ეს არის ჯგუფი, რომელსაც ძალაუფლების გარდა არაფერი აინტერესებს. ხალხს ასეთი დახმარება გაეწია, მილიარდ-ნახევარი ლარი ჩამოწერა გადახდისუუნარო მოქალაქეებს და როგორ შეიძლება, ამას მოსყიდვა უწოდო. რა შუაშია არჩევნები, ფონდი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ქველმოქმედებით არის დაკავებული. რად უნდა ამას „ნაციონალი“ და რაციონალი, რაც ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა 600 ათას ადამიანის სასარგებლოდ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად. არსებობს ბევრად უფრო მაღალი იდეალები, ვიდრე ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. ეს თემა უმადურობის კატეგორიაში გადის. კარგზე ყოველთვის კარგი უნდა ითქვას, ცუდზე კი ცუდი“ – აცხადებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი.