ალექსანდრე იაშვილი - მინდა, ჩვენი ნაკრების სახელით, უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ მადლობა გადავუხადო
ალექსანდრე იაშვილი - მინდა, ჩვენი ნაკრების სახელით, უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ მადლობა გადავუხადო

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის.

„ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავია. ჯილდო არის დაფასება იმ შრომის, რასაც წლებია, ეს ბიჭები აკეთებენ, რომ მივსულიყავით ამ ისტორიულ შედეგამდე. მინდა, ჩვენი გუნდის, ნაკრების სახელით, ამ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა იაშვილმა.

ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონით დააჯილდოებს.