გიორგი როსტიაშვილის გამოსვლა საბავშვო ევროვიზია 2019-ის კონკურსზე [ვიდეო]
საბავშვო ევროვიზია 2019-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი, გიორგი როსტიაშვილი მე-6 ნომრად გამოვიდა. როსტიაშვილმა შეასრულა დათო ევგენიძის საკონკურსო სიმღერა „გვინდა გვიყვარდეს“ (We need Love).
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს წელს პოლონეთი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ „გლივიცა არენაზე“ მიმდინარეობს. კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა ვებგვერდზე Junioreurovision.tv-ზე შეგიძლიათ. ვებგვერდზე ხმის მიცემის გრაფის ნახვის შემდეგ, მოუსმინეთ ცხრამეტივე კონკურსანტს და ხმა მიეცით მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ხუთ კონკურსანტს. რაც მთავარია, ხმის მიცემა საქართველოსთვისაც შეგიძლიათ. მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობთ. ონლაინ ხმის მიცემა გაგრძელდება დღეს, კონკურსის დაწყებამდე და 15 წუთით განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი იმღერებს.
საქართველოს სახელით საკონკურსო ქულებს „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილე, ანასტასია გარსევანიშვილი გამოაცხადებს.
შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი ახორციელებს. კონკურსის მსვლელობისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელია ონლაინ სივრცეში, საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.