საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემის წესი [ვიდეო]
საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემის წესი [ვიდეო]

საბავშვო ევროვიზიის წლევანდელ კონკურსზე შეგიძლია, წვლილი შეიტანო გამარჯვებულის არჩევაში. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ ან სად ცხოვრობ. ხმის მიცემა დაიწყება 22 ნოემბერს, საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე junioreurovision.tv-ზე.

ყველა ვიდეოს ნახვისა და მოსმენის შემდეგ, შეგიძლია, ხმა მისცე მინიმუმ სამ, ოთხ ან ხუთ რჩეულ ნომერს. შეგიძლია, მხარი დაუჭირო შენს ქვეყანასაც.

კენჭისყრა 24 ნოემბერს, პირდაპირი ეთერის დაწყებამდე შეჩერდება და 15 წუთით განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი შეასრულებს მუსიკალურ ნომერს.

შენი ხმა გაიგზავნება ხმის დამთვლელ გუნდში, გადაიქცევა ქულებად და საბოლოო შედეგის ნახევარს განსაზღვრავს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს. გამარჯვებული იქნება ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.

საბავშვო ევროვიზია 2019-ზე საქართველოს წარმომადგენელი გიორგი როსტიაშვილია.

საბავშვო ევროფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შენ შეგიძლია წვლილი შეიტანო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულის არჩევაში! არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ და საიდან ხარ, შეგიძლია ხმის მიცემა დაიწყო 24 ნოემბრიდან Junioreurovision.tv-ზე. თუ შენი ქვეყანა მონაწილეობს, შეგიძლია მხარი დაუჭირო შენივე ქვეყნიდან.

დატოვე კომენტარი