საბავშვო ევროვიზია 2019-ზე საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი როსტიაშვილმა „გლივიცა არენაზე“ პირველი რეპეტიცია გაიარა
საბავშვო ევროვიზია 2019-ზე საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი როსტიაშვილმა „გლივიცა არენაზე“ პირველი რეპეტიცია გაიარა

საბავშვო ევროვიზია 2019-ზე საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი როსტიაშვილმა პოლონეთში, „გლივიცა არენაზე“ პირველი რეპეტიცია გაიარა.

დათო ევგენიძის საკონკურსო სიმღერა „გვინდა გვიყვარდეს“ (We need Love) დიდ ევროპულ სცენაზე პირველად აჟღერდა. სცენოგრაფიის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ხოლო სცენის გრაფიკულ შეფუთვაზე ასევე პირველი არხის გრაფიკოსმა დავით ქავთარაძემ იმუშავა. სიმღერაზე კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, ვიდეორგოლში პროექტ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტებიც მონაწილეობენ.

გიორგი როსტიაშვილი მეორე რეპეტიციას 21 ნოემბერს გაივლის, 24 ნოემბერს კი მაყურებლის წინაშე წარდგება.

​საქართველოს სახელით საკონკურსო ქულებს „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილე – ანასტასია გარსევანიშვილი გამოაცხადებს.

საბავშვო ევროფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შენ შეგიძლია წვლილი შეიტანო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულის არჩევაში! არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ და საიდან ხარ, შეგიძლია ხმის მიცემა დაიწყო 24 ნოემბრიდან Junioreurovision.tv-ზე. თუ შენი ქვეყანა მონაწილეობს, შეგიძლია მხარი დაუჭირო შენივე ქვეყნიდან.