საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის, გიორგი როსტიაშვილის ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა [ვიდეო]

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის, გიორგი როსტიაშვილის საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პირველი არხის შუადღის გადაცემაში შედგა.

პროექტ „რანინასგამარჯვებულისა და საქართველოს წარმომადგენლის საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ავტორი დავით ევგენიძეა. „გვინდა, გვიყვარდეს“ (We need Love) – ამ სახელწოდებით სიმღერაზე კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია. ვიდეორგოლში პროექტ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტებიც მონაწილეობენ.

გიორგი როსტიაშვილი, რომელიც საბავშვო კონკურს „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებულია, პოლონეთში 24 ნოემბერს იმღერებს. პოპულარულ საერთაშორისო კონკურსზე მას 18 კონკურენტი ეყოლება.

 

დატოვე კომენტარი