გიორგი ქობულია - სამ-ოთხ წელიწადში საქართველო ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებული არ იქნება
საქართველო სამ-ოთხ წელიწადში ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებული არ იქნება, თუმცა არც იმპორტია ცუდი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებასთან დაკავშირებით კითხვა დეპუტატმა რევაზ არველაძემ დაუსვა. არველაძის თქმით, მოკლე ხანში, შეიძლება, საქართველო ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.
ამასთან, როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, არსებობს ჰიდრო და თბოსადგურების განვითარების გეგმა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობით უნდა გაკეთდეს.
„საქმის კურსში ვარ ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესებზე. გვაქვს კარგი გეგმა ჰიდრო და თბოსადგურების განვითარების, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს აბსოლუტური პასუხისმგებლობით“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.