გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მესამედ აირჩიეს
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მესამედ აირჩიეს. ინფორმაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრესსამსახური ავრცელებს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აღნიშნავენ, რომ გიორგი პერტაია პარალელურად არის ევროპალატის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამეზობლო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
ევროპალატა წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებას ევროკავშირში, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნეს. ასევე, 1700 რეგიონულ და ადგილობრივ სავაჭრო პალატას.
საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს.