გიორგი პერტაიამ და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, ფაიგ გულიევმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს
გიორგი პერტაიამ და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, ფაიგ გულიევმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.

სავაჭრო პალატის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.

„შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოების კუთხით ბიზნესფორუმებისა და კონფერენციების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე, ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქმიანობის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის ბოლოს აღინიშნა, რომ ბიზნესფორუმების გამართვა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარის ბიზნესწრეებისთვის.