გიორგი მერებაშვილი - საქართველოდან არც ერთი კლუბი არ დამკავშირებია #1TVSPORT
გიორგი მერებაშვილმა საქართელოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, ახალი საფეხბურთო სეზონიდან რომელ გუნდში ითამაშებს.
34 წლის შემტევი ნახევარმცველი პოლონურ კლუბს, პლოცკის „ვისლას“ დაემშვიდობა, სადაც ხუთი წელი თამაშობდა. მერებაშვილს გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა.
„ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ. ახლა დაველოდები შემოთავაზებებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მის მიხედვით მივიღებ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი მერებაშვილმა.
ჰქონდა თუ არა შემოთავაზება ქართული გუნდებიდან და აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას? 34 წლის გამოცდილ შემტევ ნახევარმცველს კომენტარი ამის შესახებაც ვკითხეთ.
„საქართველოდან არც ერთი კლუბი არ შემხმიანებია და ბუნებრივია, რომელიმე კლუბში ჩარიცხვაზე ლაპარაკი უადგილოა. საერთოდ, ამ ეტაპზე გამიჭირდება იმის თქმა, სად ვითამაშებ“.