გიორგი მერებაშვილი - სიტყვებს ვერ ვპოულობ, მადლობა და ნახვამდის #1TVSPORT
გიორგი მერებაშვილი - სიტყვებს ვერ ვპოულობ, მადლობა და ნახვამდის #1TVSPORT

გიორგი მერებაშვილმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ პოლონურ კლუბს, პლოცკისვისლას“ დაემშვიდობა. 

„დასრულდა. სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის სათქმელად, რასაც ახლა ვგრძნობ, მაგრამ ყველას მადლობა მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. პლოცკისვისლაში“ გატარებული ეს ხუთი წელი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება. მე ვიყავი „ვისლას“ წევრი და ყოველთვის ასეთად დავრჩები. კიდევ ერთხელ მადლობა და ნახვამდის“, – წერს გიორგი მერებაშვილი.

ინფორმაცია „ვისლას“ ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა: „30 და 21 ივნისს, კონტრაქტები, რომლებიც იწურება და აღარ არ განაახლებენ – სილევსკი (კარიერას ასრულებს), მერებაშვილი, გარსია, ადამჩიკი, შერიდანი და კაბრერა მემო. მადლობას ვუხდით ყველას, რომ ითამაშეს ჩვენი გუნდის სახელით“.

პლოცკისვისლას“ და საქართველოს ნაკრების 10 ნომერი 34 წლისაა. „დინამო თბილისში“ დაწყებული კარიერის შემდეგ ითამაშა სერბულ „ვოევოდინაში“, ბერძნულ ოფი-ში, „ვერიასა“ და „ლევადიაკოსში“, პლოცკისვისლაში“ კი 2016 წელს ჩაირიცხა და კლუბის ფორმით ნათამაშებ 122 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი