გიორგი მარგველაშვილი ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში, ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გიორგი მარგველაშვილი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში ტრაგიკული შემთხვევისას ახალგაზრდა ქალისა და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის გამო. ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახსა და ახლობლებს“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. აფეთქების ადგილზე მაშველებმა შვიდსაათიანი სამუშაოების შემდეგ, ნანგრევებში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს. ამასთან დაშავებულია სამი პირი, რომლებიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.