27 წლის ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე ამიერიდან “რიუ ავეში” ითამაშებს. მაკარიძემ პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და ის მედიას უკვე წარუდგინეს.
მაკარიძის ახალი გუნდი სატურნირო ცხრილში მის ძველ კლუბზე, ”მორეინენსეზე” (მე-14 ადგილზეა) მაღლა დგას, პორტუგალიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა და ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
გიორგი მაკარიძემ საქართველოს ნაკრებში რვა მატჩი ჩაატარა. კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო.
2009 წლის 10 იანვარს თბილისელებმა მის ტრანსფერში ფრანგული „ლე-მანიდან“ 800 000 ევრო მიიღეს. ამას გარდა, მაკარიძეს უთამაშია პორტუგალიურ “ფეირენსეში“, კვიპროსულ “დოქსაში” და ბოლოს “მორეირენსეში“. წინა სეზონში კი ამ კლუბის პირველი მეკარე იყო, თუმცა მიმდინარე სეზონში თამაში აღარ უწევდა, რადგან კლუბის დატოვება სურდა.
გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ლიგაში სულ 97-ჯერ ითამაშა.