ესპანური გამოცემა - შესაძლოა, მაკარიძემ „ალმერია“ დატოვოს #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - შესაძლოა, მაკარიძემ „ალმერია“ დატოვოს #1TVSPORT

გამოცემა lavozdealmeria-ს ცნობით, არ არის გამორიცხული, ახალ სეზონის დაწყებამდე ლა ლიგა2-ის „ალმერია“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მაკარიძემ დატოვოს, გუნდი კი მის შემცვლელად მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილი კიპერის, ივან გუელარის დამატებას განიხილავს.

„ახალ, 2021-22 წლების სეზონში „ალმერიას“ მიზანი მკაფიო ჯერ არ არის. ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან რთული და სტრესული წელი, რომელშიც გუნდი პირველ დივიზიონში გადასვლას შეეცდება. ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე, შესაძლოა, გუნდში ცვლილებები კიდევ მოხდეს და ეს ერთ-ერთ მეკარეს შეეხება. 31 წლის მაკარიძის მომავალი, რომელსაც კონტრაქტით ერთი წელი აქვს დარჩენილი, „ალმერიაში“ მკაფიოდ არ ჩანს და არ არის გამორიცხული, რომ ქართველმა მეკარემ გუნდი დატოვოს 31 აგვისტომდე, რაც ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეა“, – ამტკიცებს გამოცემა.

გამოცემა ამის მიზეზებსაც ხსნის:

„მაკარიძეს წინა სეზონში ბრწყინვალე მომენტები ჰქონდა, მაგრამ იყო თამაშები, სადაც არ ბრწყინავდა. ეს არის ძალიან თავისებური პოზიცია, სადაც გჭირდება მეკარე, რომელიც ხანგრძლივი ტურნირის მსვლელობისას სტაბილურობას ინარჩუნებს. მაკარიძის წასვლის ვარიანტი არ გამორიცხეს „ალმერიას“ ოფისში. ასე რომ ჩვენ უახლოეს დღეებში ყურადღებით უნდა ვიყოთ“.

გამოცემა lavozdealmeria-ს ცნობით, ამ პოზიციაზე „ალმერიაში“ ვეტერანი მეკარე განიხილება:

„ფიგურა, რომელიც 30 ივნისიდან უგუნდოდაა, „ლეგანესეს“ ყოფილი მეკარე კუელარია. ის „ალმერიას“ რადარებზე დღის წესრიგში გამოჩნდა, როგორც მაკარიძის წასვლის შემთხვევაში მისი შესაძლო შემცვლელი. გავარკვიეთ, რომ აგვისტოში „ალმერიაში“ მეკარის გარემოცვასთან კონტაქტი ჰქონდათ. კუელარს სააგენტო Mesas Sport წარმოადგენს და როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, მისი წარმომადგენელი ცოტა ხნის წინ „ალმერიას“ ეწვია. ის 37 წლისაა, მაგრამ ვარგისია იმ გუნდში სათამაშოდ, რომლის მიზანიც ლა ლიგაში დაბრუნებაა. სიმაღლის გამო (190 სმ) ის თითქმის აუღებელი სიმაგრეა. ამას გარდა, მეკარეს ახასიათებენ, როგორც კარგი ხასიათის მქონე დიდ პიროვნებას, რაც მას გასახდელში ლიდერად აქცევს. კუელარმა ივნისში გამოაცხადა, რომ ოთხი სეზონის შემდეგ „ლეგანესს“ ტოვებდა, რადგან პოზიცია დაკარგა“.