მაკარიძემ პენალტი მოიგერია - „ალმერია“ თასის შემდეგ ეტაპზეა #1TVSPORT
მაკარიძემ პენალტი მოიგერია - „ალმერია“ თასის შემდეგ ეტაპზეა #1TVSPORT

გიორგი მაკარიძემ აგვისტოს შემდეგ პირველად ითამაშა „ალმერიაში“, რომელიც ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. „ალმერია“ „აგილასს“ გასვლაზე შეხვდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.

გიორგი მაკარიძე „ალმერიას“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, მატჩის ძირითად და დამატებით დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. 32-ე წუთზე ხუან ვილარიმ ანგარიში გახსნა და „ალმერია“ დააწინაურა, მაგრამ 58-ე წუთზე „აგილასის“ თავდამსხმელმა კალუ უჩემ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

დაინიშნა პენალტების სერია, სადაც მხოლოდ ერთი დარტყმა ვერ გამოიყენეს. „აგილასის“ მცველმა ხავიერ პერესმა შანსით ვერ ისარგებლა – დარტყმაზე გიორგი მაკარიძემ კარგი რეაგირება მოხერხა, ბურთი მოიგერია და „ალმერია“ ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.