გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადება - დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში
დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში – ამის შსახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ის ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შესახებ ავრცელებს.
„პირველ რიგში, ამ უმძიმეს წუთებში ვუსამძიმრებ ბათუმში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს ტრაგედია უმძიმესია თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში – მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების და ახლობლების გვერდით“, – აცხადებს პრემიერი.
წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას გარდაცვლილია 11 ადამიანი.
ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.