გიორგი კვირიკაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს ხვდება
გიორგი კვირიკაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს ხვდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, პაველ ფილიპის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და მოლდოვას სახელმწიფო ჰიმნები.

ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტისა და დელეგაციის წევრები წარუდგინეს. ამ წუთებში კი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.