გიორგი კვირიკაშვილი - დასრულების სტადიაშია გზა, რომელიც უკავშირდება ცნობილ კატასტროფას თბილისში
გიორგი კვირიკაშვილი - დასრულების სტადიაშია გზა, რომელიც უკავშირდება ცნობილ კატასტროფას თბილისში

ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, დასრულების სტადიაშია ის გზა, რომელიც უკავშირდება ცნობილ კატასტროფას, წყალდიდობას თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, წყნეთი-ბეთანიის გზის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკვე ერთ წელია, მიმდინარეობს.

„კატასტროფის მასშტაბი იყო უზარმაზარი.  კომპანია  ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკვე თითქმის ერთი წელია, მუშაობს. სამუშაოები მთლიანობაში 26 მილიონი ლარი დაჯდა. რაც ყველაზე კარგია, ისეთი გზა ტექნოლოგიებით კეთდება, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით გამორიცხავს,  რომ ამ მონაკვეთს შეეხოს რამე ისეთი, რაც უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ამ გზით, წალკა, გარდაბანი, თეთრიწყარო და ასე შემდეგ. ამიტომ, ჩვენი მოსახლეობისთვის ეს გზა უარღესად მნიშვნელოვანია. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმისთვის.  უსაფრთხოება თანამედროვე ევროპული სტანდარტებით იქნება დაცული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ვერეს ხეობაში მთლიანად ეწყობა ახალი კონსტრუქციები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ 13 ივნისის მსგავსად მდინარე არ ჩაიხერგოს.

მისივე თქმით, წყნეთი-ბეთანიის გზა ივნისში დასრულდება და შევა ექსპულატაციაში. „ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან  გზის დიზაინის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის სტრუქტურა არის განსხვავებული,  ითვალისწინებს შემდგომში მოვლა-პატრონობის ვალდებულებასაც, რაც კომპანიას აძლევს მოტივაციას, რომ უმაღლესი ხარისხით შეასრულოს სამუშაოები.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა.  პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 28 მილიონ ლარს სცდება.

გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად დაიყო, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია და წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „კავკასუს პროჯექტი”, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით აწარმოებს.