გიორგი კვირიკაშვილი - დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიღებული იყო, ვიდრე რუსთაველზე აქციები იქნებოდა, ვინმემ რომ არ მიიწეროს
გიორგი კვირიკაშვილი - დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიღებული იყო, ვიდრე რუსთაველზე აქციები იქნებოდა, ვინმემ რომ არ მიიწეროს

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიღებული იყო მანამ, სანამ რუსთაველზე აქციები იქნებოდა, ვინმემ რომ არ მიიწეროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  კომისიაში თავმჯდომარე არის უმცირესობის წარმომადგენელი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია მთავრობისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა.

„ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება, ჩვენ დავკარგეთ ორი ახალგაზრდა. სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც.

სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოითვალოს ეს რეაგირებები, პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რაც დამეთანხმებით, რომ უპრეცედენტოა.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული მანამ, სანამ რუსთაველზე აქციები იქნებოდა, ვინმემ რომ არ მიიწეროს, რადგან მაშინვე გაკეთდა განცხადებები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც კომისიის დებულებას მიიღებენ.