გიორგი კვირიკაშვილი - არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას, სწორედ ამის გამო მივედი აქციაზე მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი
არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილების მშობლებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა.
პრემიერის თქმით, ის მივიდა აქციაზე იმის მიუხედავად, რომ იქ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი.
„გავაკეთე ეს მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი. ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო პოზიტიურად, ხოლო პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება, გამეკეთებინა ჩემი განცხადება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა, თუმცა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლის დასრულების საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილმა ტერიტორია
დატოვა.