გიორგი ხოჯევანიშვილი - სასამართლოში მიმდინარე პროცესების გადასაფარად „ქართულმა ოცნებამ“ სავარაუდოდ იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია
„ქართული ოცნება“ იძულებულია, მიიღოს გარკვეული რადიკალური ზომები, რათა გადაფაროს სასამართლოში მიმდინარე პროცესები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა თამარ ჟვანიას ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით ჟვანიას გათავისუფლება კარგი საშუალება იყო.
„ცოტა ხნის წინ ჩვენი გუნდის ლიდერი საუბრობდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგების შენარჩუნება ვერ შეძლო. ამის მიზეზია სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ძალიან დაბალი ნდობის დონე. შესაბამისად, იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად რეაბილიტაცია და იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, „ქართულმა ოცნებამ“ სავარაუდოდ იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას. „ქართული ოცნება“ იძულებულია, მიიღოს გარკვეული რადიკალური ზომები, რათა გადაფაროს სასამართლოში მიმდინარე პროცესები. ამ თვალსაზრისით კარგი საშუალება იყო ჟვანიას გათავისუფლება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.
პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული „საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს.