გიორგი ხატიძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებულ პროცესებს საზოგადოება შესაბამის შეფასებას აძლევს
გიორგი ხატიძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებულ პროცესებს საზოგადოება შესაბამის შეფასებას აძლევს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ხატიძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიება სამართლებრივ ჭრილში მიმდინარეობს და პოლიტიკური პროცესი მისგან უნდა გაიმიჯნოს.

„სამართლებრივ ჭრილში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, გარდა ამისა, პარლამენტში შექმნილია შესაბამისი საგამოძიებო კომისია. მინდა მივუსამძიმრო ბატონ ზაზა სარალიძეს, მაგრამ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ეს პროცესები ერთმანეთისგან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მოვუწოდო ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გარკვეულწილად, ცდილობს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს შესაბამისი გარემოება, საზოგადოება ამას შესაბამის შეფასებას აძლევს და ეს პროცესები ერთმანეთისგან არის გასამიჯნი“, – განაცხადა გიორგი ხატიძემ.