გიორგი კაკაურიძე - ვფიქრობ, დამატებითი რესურსების გამოყოფაზე დონორებთან შეთანხმება წელსვე მიიღწევა
გიორგი კაკაურიძე - ვფიქრობ, დამატებითი რესურსების გამოყოფაზე დონორებთან შეთანხმება წელსვე მიიღწევა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ კაკაურიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც დეპუტატებს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო.

„დონორებთან მიმდინარეობს დამატებით მოლაპარაკება, მათ შორის „ევროპის საინვესტიციო ბანკი“ არის ერთ-ერთი აქტიური, რომელიც აპირებს თანხების გამოყოფას. ასევე „აზიის განვითარების ბანკთან“ გუშინაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და დამატებითი რესურსების მოძიებაზე ამ მხრივ გრძელდება მუშაობა. ვფიქრობ, წელსვე იქნება შეთანხმება მიღწეული დონორებთან დამატებითი რესურსების გამოყოფაზე“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.