ირაკლი კობახიძე - საზოგადოება როდესაც ხედავს, რომ კონკრეტული დონორის დაფინანსებული „ენჯეო“ წლების მანძილზე თავს ესხმის ეკლესიას, რა წარმოდგენა უნდა შეექმნას დონორებთან დაკავშირებით?
ირაკლი კობახიძე - საზოგადოება როდესაც ხედავს, რომ კონკრეტული დონორის დაფინანსებული „ენჯეო“ წლების მანძილზე თავს ესხმის ეკლესიას, რა წარმოდგენა უნდა შეექმნას დონორებთან დაკავშირებით?

„ენჯეოები“ აქტიურად ცდილობენ, თავს დაესხან მართლმადიდებელ ეკლესიას და შელახონ მისი რეპუტაცია. ამას ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, დარწმუნებულია, ამ წლების განმავლობაში კანონი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ რომ ყოფილიყო, „ენჯეოებს“ მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ საკუთარი დონორი ორგანიზაციების წინაშე და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ დონორ ორგანიზაციებს.

„ქართული საზოგადოება როდესაც ხედავს, რომ კონკრეტული დონორის მიერ დაფინანსებული „ენჯეო“ წლების მანძილზე თავს ესხმის მართლმადიდებელ ეკლესიას, რა წარმოდგენა უნდა შეექმნას საზოგადოებას დონორებთან დაკავშირებით? აქაც, სამწუხაროდ, არ იყო „გამჭირვალობის შესახებ“ კანონი, შესაბამისად, კონკრეტული „ენჯეოები“ თავხედურად ესხმოდნენ თავს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.