ნიკოლოზ სამხარაძე - გვექნება კომუნიკაცია, რას ემსახურება ჯარიმების გადახდა უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან, იქნებ ქართველ მძღოლებსაც გადაუხადონ შუქნიშნის წესის დარღვევაზე ჯარიმები
ნიკოლოზ სამხარაძე - გვექნება კომუნიკაცია, რას ემსახურება ჯარიმების გადახდა უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან, იქნებ ქართველ მძღოლებსაც გადაუხადონ შუქნიშნის წესის დარღვევაზე ჯარიმები

დიდი იმედი მაქვს, ჩვენი დონორები და დონორების სათავო ოფისები პროექტებს გადახედავენ. აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია, რათა გავიგოთ, რას ემსახურება მსგავსი ტიპის პროექტების დაფინანსება, მათ შორის, რას ემსახურება ჯარიმების გადახდა უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აქციაზე დაკავებულებისთვის ჯარიმების უცხოელი დონორების ფინანსებით გადახდას ეხებოდა.

„იქნებ შუქნიშნის დარღვევაზე ქართველ მძღოლებსაც გადაუხადონ სახელმწიფოს მიერ გამოწერილი ჯარიმები. მგონი, ეს მოსახლეობისთვის ბევრად მისაღები იქნება, ვიდრე რევოლუციური პროცესების დაფინანსება,  ხალხშიც კეთილგანწყობას გამოიწვევს. ამიტომ დაფიქრდნენ და შეიძლება, წითელზე გამოწერილი ჯარიმების დაფინანსებაც დაიწყონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.