გიორგი გუგავა - ოპოზიციის ერთიანობამ და დისციპლინამ განაპირობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია
„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ის, ვინც უპირისპირდება ოპოზიციას, ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
როგორც გიორგი გუგავამ აღნიშნა, დღეს ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, განვითარების მთავარ მტერს წარმოადგენს დამნაშავე, ოლიგარქიული მმართველები.
„ამას უპირისპირდება ოპოზიცია და მხოლოდ ერთიან ოპოზიციას შეუძლია მისი დამარცხება, ვინც ამ ერთიანობას უსაფუძვლოდ ურტყამს, ის ურტყამს ქვეყნის ინტერესებს. ყველა, ვინც ცდილობს დისონანსი შემოიტანოს ოპოზიციურ ერთობაში ის ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, თამაშობს მისთვის სასარგებლო იდიოტის როლს ან უფრო უარესი ანგარებითი მოტივები ამოძრავებს, მე ასე ვაფასებ ამ სიტუაციას. რეალურად ოპოზიცია შეთანხმდა კონკრეტულ კანდიდატებზე, რომლებიც იბრძოლებენ, რათა დაამარცხონ პირველივე ტურში ხელისუფლების მარიონეტები, რომლებიც იქნება წარმოდგენილი და უზრუნველყონ ზოგადად ივანიშვილის დამარცხება ამ არჩევნებზე, ეს შეუძლია ოპოზიციის ერთიან ფრონტს, კოორდინაციას, შეთანხმებას, ვისაც ამაში დისონანსი შეაქვს, ლაფს ისვრის, ის თამაშობს ივანიშვილის თამაშს. ოპოზიციის ერთიანობამ და დისციპლინამ განაპირობა ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, პოლიტპატიმრები თითქმის განთავისუფლებულია და ეს ოპოზიციური ერთიანობა განაპირობებს იმას, რომ შემოდგომის არჩევნებზე ივანიშვილი დამარცხდება. მაღალი პასუხისმგებლობა აღმოაჩნდა ოპოზიციას, მაღალი კლასი აჩვენა და სწორედ ეს აწუხებს ივანიშვილს, რადგან იცის, ამ ერთობას შეუძლია, მას განაჩენი გამოუტანოს“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.