გიორგი გორდაძე - საოლქო-საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შემოვიდა, რომელსაც არჩევნების პროცესზე ზეგავლენა არ მოუხდენია
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, 55-ე საოქლო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი გორდაძემ განაცხადა, რომ მათთან ორი საჩივარი შევიდა, რომელსაც არჩევნების პროცესზე ზეგავლენა არ მოუხდენია.
ხონში მიმდინარეობს გადასატანი, ასევე ძირითადი ყუთების გახსნა და ხმის დათვლის პროცედურა.
„ხონში არჩევნებში მონაწილეობა 13 737-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლის 59,49%-ს შეადგენს. არჩევნებმა ხონში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საოლქო-საარჩევნო კომისიაში შემოვიდა ორი საჩივარი, რომელსაც არჩევნების პროცესზე ზეგავლენა არ მოუხდენია“, – განაცხადა 55-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი გორდაძემ.
ხონის ქუჩებში არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მომხრეები მანქანებზე გამოფენილი დროშებით გადაადგილდებიან და არჩევნების შედეგებს ელოდებიან.