გიორგი გოგაძე - ვერ დავიჯერებ, რომ ქართველი ხალხი ახალაიებს, მეგის ქარდავას როდესმე როგორც გმირებს, ისე შეხვდება
ვერ დავიჯერებ, რომ ქართველი ხალხი ახალაიებს, დათას, ბაჩოს, მეგის ქარდავას, როდესმე როგორც გმირებს, ისე შეხვდება, – ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, ასე მალე ვერ დაავიწყდება ყველაფერი. ოპოზიცია გმირებსა და პოლიტპატიმრებს უწოდებს მათ და ვერ დავიჯერებ, რომ ქართველი ხალხი ამას დაიჯერებს და ამ პერსონებს, როგორც გმირებს, ისე შეხვდება“, – განაცხადა პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ.