გიორგი გელხაური - სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გააგრძელა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სამართლიანობას მივაღწიოთ
გიორგი გელხაური - სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გააგრძელა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სამართლიანობას მივაღწიოთ

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, 17-ვე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე პროკურატურის მოთხოვნა უკანონო იყო.

მისივე თქმით, სასამართლომაც უკანონო გადაწყვეტილება გააგრძელა.

„მოთხოვნა იყო უკანონო, რომ ყველა პირზე ითხოვდა პროკურატურა დაპატიმრებას, სასამართლომაც ანალოგიურად გააგრძელა უკანონო გადაწყვეტილება და ყველა პირს შეუფარდა პატიმრობა, მათ შორის იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც კონფლიქტში იმყოფებიან ამ მომენტში.

არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ გასაჩივრებით რამე შეიცვლება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და სამართლებრივად ყველა რესურსს ამოვწურავთ, რათა ვიბრძოლოთ და მივაღწიოთ სამართლიანობას“, – განაცხადა გელხაურმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.