საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარიაა წარდგენილი.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოქმედ მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეცვლის.
რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელს, ამ თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება.