გიორგი ფრუიძე საფრანგეთში, საერთაშორისო მუსიკალურ აკადემიაში სპეციალურად შერჩეულ კურსს გაივლის [ფოტო/ვიდეო]

„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტი გიორგი ფრუიძე საფრანგეთის ქალაქ ნენსიში, საერთაშორისო მუსიკალური აკადემიაში სპეციალურად შერჩეულ კურსს გაივლის.

საჩუქარი გიორგი ფრუიძეს პირველმა არხმა გაუკეთა. სპეციალური პრიზი გიორგი ფრუიძის დედას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა გადასცა.

კურსს ანჟი ბეღტია კაზო უხელმძღვანელებს.

კურსი მოიცავს: ვოკალს, მუსიკალურ დადგმებს სცენოგრაფიაში, კომპოზიციების არანჟირებას. გიორგი ფრუიძე ასევე მიიღებს საჩუქრად ორ-სამ სიმღერას, რომელიც პროფესიონალურ ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაიწერება.

საერთაშორისო მუსიკალურ აკადემიაში გიორგი ფრუიძე სპეციალურად შერჩეულ კურსს 31 სექტემბრიდან  11 ოქტომბრის ჩათვლის გაივლის.