გიორგი ფანცულაია - სინოდში დარჩნენ ისინი, ვისთვისაც ორგანულია ის ცოდვა და დანაშაული, რასაც მეუფე პეტრე შეეწირა
გიორგი ფანცულაია - სინოდში დარჩნენ ისინი, ვისთვისაც ორგანულია ის ცოდვა და დანაშაული, რასაც მეუფე პეტრე შეეწირა

წმინდა სინოდმა ერთადერთი ნათელი წერტილი დაკარგა მეუფე პეტრეს სახით, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი ოფიციალური განცხადება! წმინდა სინოდმა ერთადერთი ნათელი წერტილი დაკარგა მეუფე პეტრეს სახით! დარჩნენ ისინი, ვისთვისაც აღნიშნული ცოდვა და დანაშაული ორგანულია, რაც საპატრიარქოში არსებობს და რასაც მეუფე პეტრე შეეწირა!“, – წერს გიორგი ფანცულაია „ფეისბუქში“.

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პირადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაყენა მღვდელთმთავრობიდან.