გიორგი ფანცულაია - „აქტობეს“ რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გავუტანოთ #1TVSPORT
გიორგი ფანცულაია - „აქტობეს“ რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გავუტანოთ #1TVSPORT

დღეს ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს ყაზახეთში, „აქტობესთან“ გამართავს.

სტივ კინის გუნდმა მეტოქესთან საშინაო მატჩი 1:4 დათმო, მაგრამ ფეხბურთელები იმედოვნებენ, რომ მცირე შანსს მაინც გამოიყენებენ. ამის შესახებ პორტუგალიელმა მცველმა, პედრო მონტეირომ და თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ ისაუბრეს.

„გავაანალიზეთ პირველი მატჩის შეცდომები და განმეორებით შეხვედრაში მათ გამოსწორებას შევეცდებით. ვიცით ჩვენი ძალა და ისიც, თუ რა შეგვიძლია. თავს ყველა კარგად გრძნობს, ფიზიკურადაც და მენტალურადაც. ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ“, – ამბობს პედრო მონტეირო.

გიორგი ფანცულაია: „გუნდი ფიზიკურად მზადაა, განმეორებითი თამაში მოსაგებია. მნიშვნელოვანი მატჩია, რომელიც რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ – რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ და ნაკლები უნდა გავუშვათ“.

კონფერენს ლიგაზე „აქტობესა“ და „ტორპედოს“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს ტელესკოლა შემოგთავაზებთ.