გიორგი ჩოგოვაძე - თებერვალში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 19.8%-ით, ტურისტების კი 27.1%-ით გაიზარდა
თებერვალში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 19.8%-ით, ტურისტების კი 27.1%-ით გაიზარდა.
2018 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან (-2.2% წინა წელთან შედარებით), სომხეთიდან (+27.1%), თურქეთიდან (+28.1%), რუსეთიდან (+24.2%) და ირანიდან (+130.6%),- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
გიორგი ჩოგოვაძის თქმით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მხრივ და თებერვალში ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო, ლიტვა, საფრანგეთი და გერმანია.
ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი-თებერვლის თვის მონაცემებით საქართველოს 885,047 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 129,967-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ავტორი: ვაკო ორმოცაძე