გიორგი ჩოგოვაძე - 2018 წელს საქართველოს რვა მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვევა
გიორგი ჩოგოვაძე - 2018 წელს საქართველოს რვა მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვევა

2018 წელს საქართველოს რვა მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვევა, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ თებერვლის თვის საერთაშორისო ვიზიტორთა სტატისტიკის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოში გრძელდება ტურიზმის დინამიური ზრდა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ სამი წლის წინ ჩვენმა მთავრობამ მიიღო ტურიზმის განვითარების ახალი სტრატეგია.

2018 წელიწადი იქნება ახალი რეკორდების წელიწადი, მათ შორის პირველად ჩვენი ქვეყანა გადალახავს წელიწადში რვა მილიონიან ნიშნულს საერთაშორისო მოგზაურების კუთხით, ხოლო შემოსავლები ტურიზმიდან პირველად გადაცდება სამ მილიარდ ამერიკულ დოლარს”,- განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე  განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებს ახალ ბაზრებს და ტურისტულ ნაკადებს ტრადიციული ბაზრებიდან ზრდის.

 

ავტორი: ვაკო ორმოცაძე