გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლების მხრიდან მიტოვებულია
ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლების მხრიდან მიტოვებულია.
როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ოპოზიციას წარმოადგენს და ვინ ხელისუფლებას, მაგრამ ზაზა გახელაძის შემთხვევა არის ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ არ უნდა მიატოვო ქვეყნის მოქალაქე.
„ფაქტიურად, ეს ოჯახი ხელისუფლების მხრიდან მიტოვებულია. მათ პირობა დადეს, რომ ამ ადამიანს გაათავისუფლებდნენ. თუ არ შეგიძლია, კონკრეტული თარიღი არ უნდა უთხრა, კონკრეტული გზები უნდა უთხრა, თუ როგორ აპირებ ამ პრობლემის მოგვარებას. ოჯახთან კამერებით რომ ჩადიხარ, პიარს იკეთებ და ოჯახს პირობას აძლევ, შვილს დაუბრუნებ და ამას არ, თუ ვერ აკეთებ, ეს რა არის? ასეთი შემთხვევები ყოფილა, ოფიციალური და არაოფიციალური გზები მოძებნილა, რათა ეს მოგვარებულიყო, ახლაც ასე უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ბოტკოველმა.